მია ზოიძე
სპეციალიზაცია: საერთომომსახურების სფერო: საერთო
მისამართი: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 1, ოფისი 33
ტელეფონის ნომერი: +995596906690
ელ. ფოსტა: miazoidze.law@gmail.com
ადვოკატის შესახებ:
მია ზოიძე არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატი და იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“-ს დამფუძნებელი პარტნიორი. იგი ფლობს სამართლისა და სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხებს და პროფესიულ საქმიანობაში აქტიურად იყენებს როგორც სამართლებრივ ცოდნას, ასევე კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მართვის ფსიქოლოგიურ მიდგომებს. მია ზოიძე მუშაობს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მისი პრაქტიკა მოიცავს ბიზნესთან დაკავშირებულ დავებს, ხელშეკრულებით ურთიერთობებს, საგადასახადო და ქონებრივ საკითხებს, საოჯახო დავებს, ასევე კომპლექსურ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საქმეებს. ჩაბარებული აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის გამოცდები როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო სამართლის სფეროში. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მონაწილეობდა არაერთ რეზონანსულ და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეში, მათ შორის მაღალი საჯარო ინტერესის მქონე სისხლის სამართლის პროცესებში. აღნიშნულ საქმეებში აქტიურად თანამშრომლობდა მედიასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან. მია ზოიძეს აქვს მოლაპარაკებების, დავების ალტერნატიული გადაწყვეტისა და სტრატეგიული სამართლებრივი კომუნიკაციის მნიშვნელოვანი გამოცდილება. იგი ახორციელებს სამართლებრივ წარმომადგენლობას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი




