გიორგი ფანცულაია

სპეციალიზაცია: სისხლი
მომსახურების სფერო: სისხლის სამართალი
მისამართი: ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 1, ოფისი 33, თბილისი
ტელეფონის ნომერი: +995 596 90 77 90
ელ. ფოსტა: giorgi.pantsulaia88@gmail.com

ადვოკატის შესახებ:
2025 წლის 14 დეკემბერს გიორგი ფანცულაია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად. 2018 წლიდან არის იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“-ს დამფუძნებელი და დირექტორი; კომპანია სპეციალიზებულია სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, ბიზნეს და საკონსტიტუციო სამართალში, ასევე აწარმოებს საქმეებს ადამიანის უფლებათა სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში. გიორგი ფანცულაიას აქვს 13-წლიანი წარმატებული საადვოკატო პრაქტიკა სისხლის სამართლის სფეროში. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში იგი მონაწილეობდა განსაკუთრებით რთულ და რეზონანსულ საქმეებში, მათ შორის: პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში; დეკანოზ გ.მ.-ის ე.წ. „ციანიდის საქმეში“; ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საქმეებში; „კავკასიის ავტო იმპორტის“ საქმეში; კლუბ „ბასიანის“ სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირების დაცვაში; ნამახვანჰესის პროტესტთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესებში, აგრეთვე სხვა საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საქმეებში. იგი ასევე იურიდიულ მომსახურებას უწევს უცხოელ ინვესტორებს, მათ შორის ცნობილ ევროპულ კომპანიებს: Santander Consumer Bank AG-ს, EOS Investment GmbH-ს, AVS Group-ს და სხვებს. მუშაობისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კეთილსინდისიერებას, პროფესიულ ეთიკას და კლიენტის ინტერესების თანმიმდევრულ დაცვას. 2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მენტორი ადვოკატი. 2016 წელს ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არასრულწოვანთა მართლმსაჯულების გამოცდა. 2014-2015 წლებში იყო მიწვეული ტრენერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპარლამენტო დებატებში. 2010-2014 წლებში იყო ჩართული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისში სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებში. 2010 წელს წარმატებით ჩააბარა საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. გიორგი ფანცულაიამ სამართლის მაგისტრის ხარისხი წარჩინებით მოიპოვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უფრო ადრე, წარჩინებით დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ბაკალავრიატი სამართალმცოდნეობის მიმართულებით.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი