სიმონი პეტრიდისი

სპეციალიზაცია: საერთო
მომსახურების სფერო: საერთო
მისამართი: თბილისი, კრწანისის რაიონი, ვ. გორგასლის ქუჩა 40, კორპუსი 7, ბინა 11.
ტელეფონის ნომერი: 598 52 42 62
ენები: ვფლობ ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ და ფრანგულ ენებს.
ელ. ფოსტა: simoni@europe.com

ადვოკატის შესახებ:
მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილების მქონე იურისტი, რომელიც უზრუნველყოფს მორგებულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო, სისხლის სამართლის, საოჯახო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში. ჩემი აკადემიური გზა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში, სადაც 2005-2007 წლებში ვსწავლობდი სამართლის ბაკალავრიატზე. სწავლის გაგრძელების შემდეგ, 2009 წელს მივიღე სამართლის ბაკალავრის ხარისხი ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე. 2011 წელს კი ამავე უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე მივიღე მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო და შედარებით სამართალში. აკადემიური სრულყოფისკენ სწრაფვის დასტურად, 2021 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე დავიცავი დისერტაცია და მივიღე დოქტორის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში. 2008 წლიდან 2025 წლამდე დავაგროვე მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება კერძო, არასამთავრობო და საჯარო სექტორში. აღსანიშნავია, რომ კარიერა დავიწყე 2008-2009 წლებში ,,ცენტრ პოინტ ჯგუფის" ზუგდიდის ოფისის მენეჯერად მუშაობით, 2009-2014 წლებში ვიყავი ა(ა)იპ ,,ჰანგის" იურისტი, ასევე 2010-2011 წლებში სტაჟიორი იურიდიულ ფირმაში ,,იურაითი" და 2011-2012 წლებში ადმინისტრატორის ამპლუაში აქტიურად ვმონაწილეობდი ორგანიზაცია ,,People in Need Georgia" და ასოციაცია ,,ჰანგის" პროექტებში ზუგდიდში. ჩემი ჩართულობა 2012-2013 წლებში მოიცავდა ამერიკის საელჩოსა და ასოციაცია „ჰანგის“ პროექტების კოორდინაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ასევე USAID-ისა და ასოციაცია ,,ჰანგის" პროექტში 2013-2014 წლებში. 2013-2016 წლებში ვიყავი ა(ა)იპ „სოციალური დაცვის ლიგის“ პროექტის კოორდინატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში და 2013-2014 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკოორდინაციო საბჭოს წევრი. 2014-2017 წლებში სახელმწიფო სექტორში ჩემი საქმიანობა გაგრძელდა მთავრობის საპარლამენტო მდივნის ანალიტიკისა და ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობით. 2017-2018 წლებში კი ვმუშაობდი მთავრობის საპარლამენტო მდივნის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ხელშეკრულებების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად. მაქვს დავით აღმაშენებლის აკადემიის და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის აკადემიკოსის სტატუსი. 2018 წლის 31 დეკემბერს დავინიშნე საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში, ხოლო 2020 წლის 15 ივნისიდან 2024 წლის 28 დეკემბრამდე ვმსახურობდი პრეზიდენტის მრჩევლად ამავე მიმართულებით.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი