ფარნაოზ მურვანიძე
აღმასრულებელი საბჭოს კოორდინატორი
ფარნაოზ მურვანიძე ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს კოორდინატორის პოზიციას იკავებს 2024 წლის 1 დეკემბრიდან.
2018 - 2022 წლებში ფარნაოზი სწავლობდა სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო არაერთ ტრენინგსა თუ სასერტიფიკატო პროგრამაში.
2021- 2022 წლებში ფარნაოზი მუშაობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში, რეგისტრატორის პოზიციაზე.
2022 წელს მან ჩააბარა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე, ხოლო 2023-2024 წლებში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლა განაგრძო ჯონ პოლ II სახელობის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში.
2022 – 2024 წლებში ფარნაოზი მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის იურისტისტად.
გარდა მშობლიური ენისა, ფარნაოზი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.