მარიამ ბეჟიტაშვილი
ეთიკის კომისიის იურისტი
მარიამ ბეჟიტაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის იურისტის პოზიციას იკავებს 2024 წლიდან.
2018-2022 წლებში, მარიამი სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე. საბაკალავრო პროგრამის განმავლობაში, 2021 წელს მარიამმა გაიარა სტაჟირება იურიდიულ კლინიკა "ჩემს ადვოკატში" (4 თვე), 2021-2022 წლებში მარიამი იყო ადვოკატის თანაშემწე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში (6 თვე), ხოლო 2022 წელს მარიამმა გაიარა სტაჟირება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრში (6 თვე).
2021-2023 წლებში, მარიამი მუშაობდა იურისტის პოზიციაზე სპს "გიორგი ოთარაშვილის იურიდიულ კომპანიაში", ხოლო 2023-2024 წლებში, ასევე იურისტის პოზიციაზე - „ელექტრონული კომერციის ასოციაცია - საქართველოში“.
2021 წლიდან მარიამი არის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის წევრი, ხოლო 2024 წლიდან ამავე ასოციაციის გამგეობის წევრი.
საბაკალავრო პროგრამის დასრულებისთანავე, 2022 წელს, მარიამმა ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით და 2024 წლიდან არის ადვოკატი. 2023 წელს მარიამმა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა.
მარიამს გავლილი აქვს სხვადასხვა პროფესიული ტრენინგი და კურსი.
გარდა მშობლიური ენისა, მარიამი ფლობს ინგლისურ ენას.