სამართალი და სამართლიანობა

3 ნოემბერი 2019

ავტორი: ანდრო დგებუაძე

 

15 სექტემბერიმერაბ მამარდაშვილის დაბადების დღეა, რასაც აზროვნების აკადემიაში  ლექციების ციკლი მიეძღნა. წინა დღეებში, ამის გამო, მეც მომიწია ლექციის ჩატარება. მისი ლექციები, განსაკუთრებული ყურადღებით კიდევ ერთხელ მოვისმინე. მამარდაშვილის კითხვისას აწყდები ფრაზებს, რომელიც ხანდახან იმდენად ზუსტად და სიღრმეში აღწევსგგონია, რომ აი სწორედ შენთვის დაწერაო ამ ადამიანმა. ერთი ასეთი ფრაზა მეც დიდ ხანს გამყვება საფიქრელად და მეც, მამარდაშვილის მსგავსად რომ ვთქვა, ფიქრის ორმოში ვარ ჩავარდნილი, სადაც თქვენც გეპატიჟებით.

კანონი არ იძლევა სიცოცხლეს“ – ამბობს მერაბ მამარდაშვილი და შიფრავს ასეთნაირად, რომადამიანი არის ემპირიული არსება“, მან თავად უნდა გაიგოს ყველაფერი, თავად შეიგრძნოს, თავად გამოსცადოს იმისთვის, რომ შეიმეცნოს რამე და ამდენად  „გამთლიანდეს“.  ადამიანი ვერ გააკეთებს იმასრომ სხვის აზრს შინაგანად დაეთანხმოს ისე, რომ ეს აზრი არ იყოს მისი საკუთარი გამოცდილება. თუ ადამიანი გარედან მოტანილ წესს ეთანხმება ისე, რომ ამის პარალელურად არ აკეთებს შინაგანი გადამოწმების აქტს, მაშინ იგი ფაქტობრივად ემონება ამ გარე წესს და ამით მიდის საკუთარი ბუნების საწინააღმდეგოდ.

ამ მსჯელობას მოყვება პარადოქსი, რომელსაც მამარდაშვილი  აჟღერებს ასე: „კეთილის ცნებიდან არ შეიძლება გამოიყვანო კეთილია თუ არა ის, რაც კონკრეტულ განცდაში მოგეცემა; თუ დაადგინე, რომ რაიმე კეთილია, ეს დადგენილი სიკეთე ემთხვევა ცნებას- post factum, არ უარყოფს მას, მაგრამ თვითონ ცნებიდან სიკეთე ვერაფრით გამოიყვანება“. ამ წინადადებაში სრული წარმატებით შეიძლება ჩავანაცვლოთ სიტყვასიკეთესიტყვითსამართალი“.  მაშინ მივიღებთ დაახლოებით ასეთ პარადოქსს: კანონიდან ვერ დაადგენ სამართლიანია თუ არა ეს კანონი, ან სხვანაირად რომ ვთქვათ სამართალი (კანონი) არ ნიშნავს, რომ ის თავისთავად სამართლიანია. მაშინ იბადება კითხვა: მაშ რა განაპირობებს და რა განსაზღვრავს სამართლიანობას, თუ არა კანონი? გამოდის, რომ უნდა არსებობდეს რაღაც სხვა, ცოცხალი, ნამდვილი, რომელიც არა ადამიანის გარეთ, არა კანონით, არა წესით, არა წმინდა წერილით, არა რომელიმე ავტორიტეტით, არამედ თავისთავად არის განსაზღვრული და მოცემული ადამიანში, როგორც ნამდვილი, „იმანენტური განცდა“. ეს რაღაც, ამავდროულად, უნდა იყოს საერთო, ზოგადსაკაცობრიო, ყველა კონტექსტზე და კულტურაზე მაღლა და რასაც პირობითად უნდა დავარქვათადამიანური“.

ჩემი სიტყვებით რომ ვთქვა, გამოდის, რომ ჩემში უნდა იყოს ის, რაც არის ჩემზე მეტი. რაღაც, რაც ხვდება იმას, რასაც ვხედავ. მე შეიძლება შემეპაროს ეჭვი ჩემს ნაფიქრალში, მაგრამ როცა საკუთარ თავთან ვსვამ კითხვას – „ხომ არ მეშლება?“, ამით მივმართავ სწორედ მაგ წერტილს, და ამის მერე ვაგრძელებ ფიქრს, და ეს ფიქრი არ არის ჩაციკლული, დაუსრულებელი  ეჭვი საკუთარი აზროვნების მიმართ, არამედ ის სრულდება ან იმის აღიარებით, რომ რაღაცაში ვტყუოდი, ან იმით, რომ რასაც ვფიქრობდი ან განვიცდიდიყოფილა ნაღდი. ამის დამდგენი თავად მე ვარ, ოღონდ, არა ის მე, რომელსაც სურს, რომ რაღაც პასუხზე გავიდეს, არამედ ჩემში რაღაც ისეთი წერტილი, რომელიც მეც კი არ მემორჩილება. ეს წერტილი აუცილებლად ჩემშია და არა ჩემს მიღმა. მე ვერც კი შევძლებ, რომ ამ წერტილის მიმართ შევიტანო ეჭვი, რადგან ეს წერტილი თავად ისაა, ვინც უნდა შეიტანოს ეჭვი. ეს წერტილი თავად ცნობიერებაა. ის თავადაა აღმქმელი და იგი არავის ენდობა გარდა საკუთარი თავისა და მან ყველა ცნებას თუ წესს  მხოლოდ საკუთარ თავში უნდა მიაგნოს. მიაგნოს და არა გამოიგონოს.

ნათქვამია, რომ თუ ადამიანს ეჭვი ეპარება საკუთარ აზროვნებაში, მაშინ იგი მენტალურად ჯანმრთელი არაა, მაგრამ სხვა შემთხვევაში, თუკი ამ პროცესს მივყევით ბოლომდე, მაშინ ჩვენ ეჭვის ბევრი იტერაციით გავალთ რაღაც უეჭველობაზე და ასეთთავად ნაღდობასმერე უკვე ვეღარ შევცვლით. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენ თავს დავაძალოთ, რომნაღდადაღვიქვათ ის, რასაც შინაგანად ვგრძნობთ, რომ ნაღდი არ არის. აქედან გამომდინარე, ჩემში თავად არსებობსნაღდობისის ნერვი, რომელიც თავის თავში უეჭველია და დანახულს მიიჩნევსნაღდად“, თუკი ის მას ჰგავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე ვარნაღდი“. ესნაღდიშეიძლება იყოს ძნელად მისაგნები, ის შეიძლება მისხლტებოდეს ხელიდან, მაგრამ რაც მთავარია ის ჩემშია და ამდენად, ამის შესამეცნებლად მე არა კანონს, არა საღვთო წერილს, არამედ საკუთარ თავს ვიმეცნებ.

არის ასეთი კითხვა: ღმერთი რომ შემხვდეს ქუჩაში, როგორ მივხვდე რომ ღმერთია? თითონ რომ მითხრასარასაკმარისი პირობააიქნებ ვიღაც ოხერია და მატყუებს. სხვამ რომ მითხრასმაშინ როგორ მივხვდე, რომ ის სხვა მართალია და იგივე კითხვის წინ დავდგები. ფაქტია, რომ საბოლოოდ ჩემში უნდა დაიბადოს რაღაც თავისთავადი დასტურირასაც მე მარტივად ვეძახი სიტყვას – „ეგარი“.

მამარდაშვილი იტყოდა: „შეიძლება მე მინდოდეს, რომ მინდოდეს?“, ანრა არის ის, რაც ვიცი, გარდა იმისა რაც ვიცი“. ცოტა ჩემებურად რომ ვთქვა: რა არის, ის რაც მინდა გარდა იმისა, რაც მინდა? და ასეთი აბსოლუტური მინდა არსებობს ჩემში და მე არ შემიძლია, რომ ის არ მინდოდეს.

ამდენად გამოდის, რომ ჩემს შიგნით, ძალიან სიღრმეში არის უეჭველიეგარი“, რაც არის ისეთი, როგორიც არის თავისთავად და სხვა არაფერზეა დამოკიდებული. თუ ჩემში რაიმე არის თავისუფალიეს მხოლოდ ეს წერტილიადა მხოლოდ ამ წერტილს შეუძლია განსაზღვროს ჩემთვის ისეთი ცნებები როგორიცაა: სილამაზე, სიკეთე, სამართლიანობა, ჭეშმარიტება, სინამდვილე და . . რასთანაც მიმართებაში მე მექნება უტყუარობის სიღრმისეული განცდა. თუ კანონი მეუბნება საწინააღმდეგოსმაშინ მე მომიწევს ვიარო კანონის საწინააღმდეგოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე უნდა ვიარო საკუთარი სინდისის საწინააღმდეგოდ, რაც ჩემთვის დამანგრეველია.

აქ უნდა დაიბადოს ბუნებრივი კითხვაკი, მაგრამ ჩემი განცდილი  „ნაღდობა’’ ხომ ჩემი სუბიექტურინაღდიადა არა საყოველთაო. საყოველთაო ისაა, რაც დასტურდება სხვისი გამოცდილებით და არა მხოლოდ ჩემი გემოვნებით. ამიტომ, როგორ შეიძლება მე მივიჩნიონაღდადარა ის, რაც საყოველთაოდ აღიარებულია, არამედ ის, რაც ჩემში უბრალოდ აღიქმება როგორცნაღდი“? ეს კითხვა აუცილებლად უნდა იქნას დასმული, იმიტომ, რომ ჩვენ ფარდა უნდა ავხადოთ კიდევ ერთ პარადოქსს, რომელიც ასე უნდა გამოითქვას: „ჩემში ჩემზე მეტი და შენში შენზე მეტიერთი და იგივეა“. ანუ ჩემი სუბიექტურობის მიღმა, ჩემშივე მოიძიება ისეთი რამ, რომელიც არ არის დამოკიდებული ჩემსმინდაზე“, და ის არის ზუსტად ისეთი, როგორიც იგივე სიღრმისეული განცდა შენში, თუკი ამ სიღრმემდე ორივე დავალთ. მარტივად რომ ვთქვათ, ორი გულწრფელი ადამიანი აუცილებლად გაუგებს ერთმანეთს. ამდენად, შეიძება ითქვას, რომ გულწრფელი სუბიექტურობა ყოფილა ობიექტურობა.

ეს ხაზი კიდევ უფრო შორს შეგვიძლია წავიღოთ, და ფარდა ავხადოთ კიდევ ერთ, უფრო ღრმა პარადოქსს: „ის რაც ჩემშია და რომლის შეცვლაც არ შემიძლია, ყოფილა თავისუფალი და ამავდროულად აბსოლუტური ჩემში“. ის აბსოლუტურია იმიტომ, რომ არ არის ფარდობითი და განსაზღვრული რამე ფაქტორით. ის არის ისეთი, როგორიც არის და თურმე ეს ყველას ერთი გვაქვს. ინდოეთში იტყოდნენ: „ატმა = ბრაჰმა“, სადაც ატმა არის ჩემი ნამდვილი არსი, და ბრაჰმაის ვინც შექმნა გარე სამყარო. ამას ხშირად უწოდებენ The Great equation of the East – აღმოსავლეთის დიადი განტოლება. ამიტომაც ინდოეთში მოურიდებლად ამბობენ – „შენ ხარ ბრაჰმა და ეს სამყარო შენი შექმნილია, მაგრამ არ გახსოვს, და რა წამს იცნობ და გაიგებ ამას, იმ წამს მიხვდები ვინ ხარ, ანუ მიხვდები, რომ ღმერთი ხარ და ყოველთვის იყავი, უბრალოდ ახლა მიხვდი ამას“. ამდენად ინდურ ფილოსოფიაში შემეცნების პროცესად მიიჩნევა ჯერ დაშვება იმის, რომ მე ვარ ღმერთი და შემდეგ ამ დაშვების ცოცხლად განცდა. იმ მომენტს კი, რასაც მე დავარქვიეგარი“, ინდოეთში ეძახიანტატ ტუამ ასსი“ – ანუმე ვარ ის!“, ანმე ვარ შენ“, ან ფილოსოფიურად რომ ვთქვათ: სუბიექტი გახდა ობიექტი.

საკუთარ თავში ობიექტურობის პოვნა ადვილი საქმე როდია, მაგრამ საკითხი ამის სირთულეში არაა. სანამ სამყაროში ყველა არ იპოვის თავის თავში ამ თავისუფალ წერტილს და არ გახდება ამ წერტილის განსხეულება, ყოველთვის იქნება გაორება, „დუალობა“. ესდუალობაარის გავსხვავება სიმართლესა და სამართლიანობას შორისანუ განსხვავება არ განცდილ წესსა და განცდილ, მაგრამ ვერ თქმულ ნაღდობას შორის. ამდენად, კიდევ დაიბადებიან გმირები, რომლებიც, ალუდასი არ იყოს, ჯერ უარყოფენ თემის მიერ ნაკარნახევ წესს, მიაგნებენ სამართლიანობის სუბიექტურ, მაგრამ მიუკერძოებელ განცდას და განუდგებიან კანონს. ამავდროულად, ვერც წესის საპირისპირო ანტი-თეზისი გამოდგება საბოლოო ობიექტურობად, რადგან წესის უარყოფა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ნაღდობის მიგნებას. წესი შეიძლება ბრმადაც უარყოს ადამიანმა, თუმცა წესიდან გამოსვლა არის წინაპირობა, რომ ადამიანი გამოვიდეს გარე სამყაროს გავლენებისგან და თავისუფლად, საკუთარ თავში ეძებოს ნაღდობის იმანენტური განცდა.

სხვანაირად რომ ვთქვათ, თითქოს იკვეთება შემეცნების განვითარების სამი ეტაპი:

მორჩილებაროდასაც ადამიანი მიყვება გარე წესს, და ამ დროს, არც კი აკეთებს ამ წესის გადამოწმებას. ასეთი ადამიანი კაკონმორჩილია, რადგან იგი საერთოდ ყველა გარე წესის მიმართ მორჩილია. არა შეგნებულად, არამედ ბრმად მორჩილია;

თავისუფლებაროდესაც ადამიანი უარყოფს წესს და უწესობაში ცდილობს დაბადოს საკუთარი გამოცდილება. ალბათ შევადარებ თინეიჯერულ კრიზისს, როდესაც ხვდები, რომ ყველა აზრი რაც გაგაჩნია სხვისია, ხოლო შენი საკუთარი არც იცი როგორ დაბადო. ადრე, სულ სხვას ბაძავდი და იმეორებდი და ახლა რომ იყო ის რაც ხარგეშინია, და არ ხარ დარწმუნებული, ეს შენინაღდიიქნება თუ არასწორი“.

შეგნებაროდესაც დასტური ცხადად და ნათლად მოგდის შიდა, ცენტრალური არსებიდან და როდესაც აღიარებ წესს, ოღონდ, არა გარედან მოტანილ წესს (სამართალს), არამედ შიგნით მიგნებულს და ნაპოვნს (სამართლიანობას);

სქემატურად ასეც შეიძლება წარმოვიდგინოთ:

მორჩილება = გარე წესი.

თავისუფლება = შიდა უწესობა.

შეგნება = შიდა წესი;

ჩემი აზრით, ამ გზას გადის ყველა ჩვენგანი, მიუხედავად იმისა ვაცნობიერებთ თუ არა ამას.

რაც შეეხება შეგნებას, მისი დაბადება ალბათ მეორედ დაბადების ტოლფასია და ეს დაბადებაც თავისებურ ტკივილთან, ანუ პარადოქსებთანაა დაკავშირებული. ეს პარადოქსებია:

ჩემში, ჩემზე მეტია.

ჩემში, ჩემზე მეტი უჩემოდაა და ის თავისთავადია, ანუ ობიექტურია.

შენშიც არის შენზე მეტი და ისიც იგივეა, რაც ჩემში ჩემზე მეტი.

მე არ ვარ ის, ვინც მეგონა. ის, არაფერია და მე თურმე ვარ სამყარო.

რუმი, თავის ლექსსადამი არ ვარასრულებს ასე: „სამკვიდრო ჩემი არ არის არსად, და ყველგან ჩემი სამკვიდრო არის“. ამდენად, მივიღეთ ასეთი რამ: „რა არის ობიექტურობა, თუ არა გუწრფელი სუბიექტურობა“.

გამოდის, რომ სიმართლე (წესი, კანონი), სამართლიანობის განსიტყვების იტერაციული პროცესია, სადაც სამართლიანობა ცოცხალია და წესი მკვდარი. სამართლიანობა კონტექსტიდან გამომდინარე იცვლის ფორმას, ხოლო სიმართლე (კანონი) ყოველთვის ფორმალურია და რაგინდ ცოცხალი ცნებაც არ უნდა გაამყაროს, ყოველთვის მოიძებნება წერტილი, რომელიც იქნება ფორმალურად სწორი, მაგრამ შინაარსით ყალბი, ან პირიქით, ფორმალურად უწესო, მაგრამ შინაარსობრივად ნაღდი. მათი თამაში არის დაუსრულებელი ცეკვა და ადამიანის დანიშნულებაც ის არის, რომ თავის მეობაში დააკავშიროს ეს მარადიული შინაარსიწარმავალ ფორმებთან, ანუ როგორც გოეთე იტყოდამე თავი მაქვს გაყოფილი ზეცაში, მყარად ვდგავარ მიწაზე, ხიდი ვარ ორ სამყაროს შორის და ამით ვარ ადამიანი, ანუ ადამიანის ვალია შექმნას სამართლიანი სამართალი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი