დარგობრივი სპეციალიზაციის კურსზე - ეკონომიკური დანაშაულების სამართალი" რეგისტრაცია დაიწყო!

23 ოქტომბერი 2025

მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტთან (Institut für Anwaltsrecht an der LMU) და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ცხადდება რეგისტრაცია დარგობრივი სპეციალიზაციის კურსზე - ეკონომიკური დანაშაულების სამართალი.

სასწავლო კურსის მიზანია ადვოკატებისათვის/იურისტებისთვის სიღრმისეული და სპეციალიზებული ცოდნის, გამოცდილების გაზიარება ეკონომიკური დანაშაულების სამართალი სფეროში.

კურსს უძღვებიან დარგის აღიარებული ქართველი ექსპერტები, რომლის დასრულების შემდეგ, მონაწილეები Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს მიიღებენ, ხოლო, ადვოკატებს დარგის სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსი მიენიჭებათ.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ადვოკატებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილობა მიიღონ სასწავლო ვიზიტში გერმანიაში.

გაცნობებთ, რომ სპეციალიზებულ კურსზე რეგისტრაცია 2025 წლის 03 ნოემბრის 16:00 საათამდე გაგრძელდება. 

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაციასთან დაკავშირებული დეტალები იხილეთ ბმულზე.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი