საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „როგორ გავხდე ადვოკატი?“.
ლექციას თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი და დეკანის მოადგილე ვასილ გონაშვილი.
სამართლის დოქტორმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა სტუდენტებთან ისაუბრა ადვოკატთა ასოციაციისა და თითოეული ადვოკატის მნიშვნელოვან როლზე ქვეყანაში სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის განვითარების პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში მან სტუდენტებს დეტალურად გააცნო ადვოკატის პროფესიის სპეციფიკა, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და ის ეტაპები, რომელთა გავლაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გასაწევრიანებლად არის აუცილებელი.
ასოციაციის თავმჯდომარემ თსუ-ში საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე „როგორ გავხდე ადვოკატი?“




