ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში, ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები (მეორე ტური) 2025 წლის 21 დეკემბერს გაიმართება. მისამართი: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. №118, „ექსპო ჯორჯია“, მე-11 პავილიონი.
ასოციაციის საერთო კრება
2025 წლის 21 დეკემბერი - თავმჯდომარის არჩევნები (მეორე ტური)
დღის წესრიგი
21 დეკემბერი, 2025 წელი, მისამართი: თბილისი, წერეთლის №118, “ექსპო ჯორჯია“, მე-11 პავილიონი.
- 21 დეკემბრის 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე, რეგისტრაცია და ბიულეტენის მიღება, ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები - მეორე ტური (ფარული კენჭისყრა).
- 21 დეკემბრის 19:00 საათიდან - 21:00 საათამდე - ხმების დათვლა;
- 21 დეკემბრის 21:00 საათი - არჩევნების შედეგების გამოცხადება;
- 21 დეკემბრის 21:15 საათი - კრების დახურვა.
იხილეთ, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების რეგლამენტი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე წინასაახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების გამო, შეზღუდული იქნება ავტოსადგომით სარგებლობა.




