ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდის მორიგი საერთაშორისო წარმატება!

16 ივნისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდმა ადვოკატთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა და საპატიო მე-4 ადგილი დაიკავა. ხოლო,  40+ ასაკობრივ ტურნირში მე-5 ადგილზე გავიდა. 

ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქართველ ადვოკატებს გადაეცათ ჩემპიონატის საუკეთესო Fair Play გუნდის პრიზი, რაც მათ სპორტულ ოსტატობასთან ერთად, პროფესიონალიზმს, პატივისცემასა და მაღალი ეთიკური სტანდარტების ერთგულებას უსვამს ხაზს. 

ადვოკატთა მსოფლიოს ჩემპიონატი ესპანეთში, ქალაქ ბენიდორმში გაიმართა და მასში სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატთა გუნდები მონაწილეობდნენ.

ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდს ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა უმასპინძლა, ადვოკატ ფეხბურთელებს წარმატება მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გუნდის წევრებმა ესპანეთში მოპოვებული ჯილდოები ასოციაციას გადასცეს. 

აქვს შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს განაცხადების მიღება ადვოკატთა საფეხბურთო გუნდებისგან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჩემპიონატში. ჩემპიონატი 2026 წლის 30 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.

ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველთა თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 12 მოთამაშისგან (6 ძირითადი და 6 სათადარიგო მოთამაშე).

ნაკრების მხრიდან გამოთქმული სურვილის შესაბამისად, შესაძლებელი იქნება  თითოეულ გუნდში დასაშვები, ადვოკატთა ასოციაციის ნაკრების წევრთა განსაზღვრული (2 ადამიანი) რაოდენობის გაზრდა. 
ჩემპიონატში მონაწილეობა და გუნდის დარეგისტრირება ასევე შეუძლიათ პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს. 

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია 2026 წლის 22 ივნისის ჩათვლით.

ჩემპიონატში მონაწილე გუნდის რეგისტრაციის საფასური შეადგენს 500 ლარს. 
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე: 
მიმღები ბანკი: სს ბაზისბანკი
ა/ნ: GE16BS0000000004836004
მიმღები: სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
დანიშნულებაში მიუთითეთ: “საფეხბურთო ჩემპიონატში გუნდის მონაწილეობის საფასური” და მონაწილე გუნდის სახელწოდება

დაინტერესებულმა გუნდებმა შესაბამისი განცხადება და გადახდის ქვითარი უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@gba.ge 22 ივნისის ჩათვლით.

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი