ამირან გიგუაშვილი

კომიტეტის თანა-თავმჯდომარე

ამირან გიგუაშვილი 2004 წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სამართლის სპეციალიზაციით. იგი გახლდათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე.

ამირან გიგუაშვილს 2000 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 2020 წელს თბილისის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის თბილისის ნიუ ვიჟენ უნიერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და 2011 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. ასევე არის ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ტრენერი. გავლილი აქვს სხვადასხვა სახის პროფესიული ტრენინგები და სერტიფიცირებული პროგრამები. წლების განმავლობაში ეკავა მნიშვნელოვანი პოზიციები საჯარო სამსახურში. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი უკრაინაში. მიღებული აქვს მადლობის სიგელი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ამირან გიგუაშვილი არის სხვადასხვა სტატიის ავტორი სამართლის და პოლიტიკის საკითხებზე. იგი ახორციელებს აქტიურ უფლებადაცვით საქმიანობას სამოქალაქო სექტორში. ასევე, ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი