გრიგოლ გიორგაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
1993 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლა.
1998 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1994 წლიდან 1998 წლამდე მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კურიერად.
1999 წელს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსები და ჩააბარა პროგრამით გათვალისწინებული გამოცდა.
1999 წლიდან 2009 წლის მარტამდე მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში თავმჯდომარის თანაშემწედ.
2003 წელში გაიარა მოსამართლის თანაშემწის გადამზადების კურსები, რომელიც მოიცავდა: სამოქალაქო საპროცესო სამართალს, სისხლის სამართალს, სისხლის საპროცესო სამართლს, საკონსტიტუციო სამართალს, ადმინისტრაციულ სამართალს.
2004 წლის 26 სექტემბერს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა მაქსიმალური ქულით.
2006 წლის 25 მარტს წარჩინებით ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2007 წლის დეკემბერში წარჩინებით ჩააბარა ადვოკატის გამოცდები სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით.
გავლილი აქვს დამატებითი სპეციალიზაციის მინიჭებისათვის კურსები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე და ბავშვთა უფლებებზე (სამოქალაქო).
მიღებული აქვს მონაწილეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ სერტიფიცირებულ ტრეინინგებში, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს: საერთაშორისო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულება; დისკრიმინაცია და მასთან ბრძოლის ეროვნული მექანიზმები; ადვოკატის როლი მედიაციის განვითარებაში; საკუთრების უფლება; ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში ადვოკატის უნარ-ჩვევები;
2009 წლის მარტიდან დღემდე არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით და ეწევა კერძო საადვოკატო საქმიანობას, ამასთანავე არის კერძო კომპანიების შპს „მაკნატუნას“, შპს „სტილ საქართველოს “, შპს „მეგას“ და შპს „გრინ საიდის“ იურისტი.
2019 წლიდან სისხლის სამართლის იმერეთის რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარე.