ელგუჯა ჩხაიძე
კომიტეტის თანა-თავმჯდომარე
ელგუჯა დავითის-ძე ჩხაიძე, დაიბადა 1956 წლის 25 დეკემბერს ქ. სამტრედიაში.
1974 წელს დაათავრა სამტრედიის #24-ე საშუალო სკოლა.
1983 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, კავშირგაბმულობის ფაკულტეტი, სპეციალობა „რადიოინჟინერი“.
1983-85 წლები, მუშაობდა თბილისის ტელევიზორების ქარხანაში. ინჟინერ კონსტრუქტორად. 1985-87 წლებში თბილისის ელექტროგამოთვლითი ტექნიკის ქარხანაში, ინჟინერ ტექნოლოგად.1987-89 წ. თბილისის რეზინატექნიკური და ქიმიური ქარხნაში, მთავარ ენერგეტიკად.
1988 წლიდან არის ეროვნულ მოძრაობაში. 1989 წელს თანამებრძოლებთან ერთად არის პოლიტიკური პარტია, „საქართველოს სახალხო ფრონტი“-ს და გაზეთ „საქართველო“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი. იყო „საქართველოს სახალხო ფრონტი“-ს ეროვნული კომიტეტის წევრი.
1995-2008 წლებში იყო გაზეთ „საქართველო“-ს სხვადახვა დროს: ჟურნალისტი, კომერციული დირექტორი, რედაქტორი, დირექტორი.
1990-92 წელებში, შექმნის დღიდან, ეროვნული გვარდიის ოფიცერი.
1992-93 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეოთხე სპეცდანიშნულების ბატალიონის (თეთრი არწივის) კადრების უფროსი. თავდაცვის სამინისტროს, თადარიგის მაიორი.
1992-94 წლებში, სახელმწიფო კანცელარიაში, „ცხინვალის რეგიონის“ სამთავრობო კომისიის წევრი.
1992-93 წლებში მონაწილეობდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.
1992-95 წლებში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომისიის წამყვან სპეციალისტი.
1997-2010 წ. ააიპ „ომის ვეტერანთა კავშირი „ბეგთარი“-ს თავმჯდომარე.
2000 წლიდან ააიპ „ჩხაიძეთა საგვარეულო კავშირი“-ს თავმჯდომარე. 2002 წელს, გამოსცა წიგნი „ჩხაიძეთა საგვარეულო“.
2010-2015 წლებში იყო მედიაკავშირი „ობიექტივი“-ს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი. ტვ „ობიექტივ“-ში მიყავდა საავტორო გადაცემა „იურისტის საათი“.
2005 წელს დაამთავრა პაატა გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2006 წლიდან არის საქართველოს ადვოკართა ასოციაციის წევრი. ადვოკატი.
208-2012 წლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრი.
2013 წლიდან არის, ააიპ. „უფლებადამცველები სამართლიანობისათვის“ თავმჯდომარე.
2016 წლიდან - 2022 წლამდე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სოციალური კომიტეტის თავმჯდომარე.