ლოლა კურკუმული

კომიტეტის თავმჯდომარე

2022 წლიდან არის იურიდიული კომპანია „ლოლა კურკუმული და პარტნიორები“-ს დამფუძნებელი პარტნიორი“. 2013 წლიდან დღემდე არის „Georgianinternational legal consulting“ - აღმასრულებელი დირექტორი.

2009 წლიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრია საერთო სპეციალიზაციით. დამატებითი სპეციალიზაცია - ბავშვთა უფლებები. ახორციელებს კერძო საადვოკატო პრაქტიკას.

უმაღლესი განათლება მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ფლობს მაგისტრის ხარისხს. 

2018 – 2020 წლებში მუშაობდა სამშენებლო დეველოპერული კომპანია „ემერალდ გრუფი“ -ში. პოზიცია - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი. 2018-2019 სამშენებლო კომპანია „ვივა ვაკე“ - იურისტი.

2014 -2017 წლებში  სს „აზერი ფანდ მენეჯმენტი“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და იურისტი. 2015 - 2017 წლებში   ფინანსური ინსტიტუტი სს „ჯორჯიან ექსჩეინჯი“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი.

2009-2020 წლებში შპს „დენთალ თეამ მენეჯმენტი“ იურისტი. 2009 - 2015 წლებში სამართლებრივი დახმარების ცენტრი „იმედი“ - ადვოკატი. 2007-2009  წლებში - შპს „გიორგი 83“ -ს იურისტი.

2019 - 2021 წლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმის კომიტეტის თავმჯდომარე.

2019 - 2020 წლებში - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მენტორების ტრენერი.

პუბლიკაციები:

(2020) „ანგარიში და რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის როლსა და ჩართულობაზე“ - თანაავტორი.

(2021) „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების სახელმძღვანელო“ - თანაავტორი.

(2020, 2021) „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასებები“ - თანაავტორი.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი