სოფიო მომცელიძე
კომიტეტის თანა-თავმჯდომარე
სამართლის მაგისტრი, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. 2008 წელს ჩაბარებული აქვს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, 2015 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, დამატებითი სპეციალიზაცია - ბავშვთა უფლებები.
2010-2014 წლებში სოფიო მომცელიძეს ეკავა სხვადასხვა პოზიციები შემოსავლების სამსახურის სისტემაში. ასევე მუშაობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს აპარატში იურიდიული სამსახურის მრჩევლად, ხოლო 2014 წლის ნოემბრიდან იკავებს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.
სოფიო მომცელიძე არის 2019 წელს გამოცემული საქართველოს კონკურენციის სამართლის სახელმძღვანელოს თანაავტორი, ასევე არაერთი სტატიისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. იგი ასევე არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერი კონკურენციის სამართალში.
აქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მონაწილეობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ჰონგ კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში.
სოფიოს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD, UNCTAD, ICN, ABA და ა.შ) მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარში, ისევე, როგორც სხვადასხვა ქვეყნების (გერმანია, ლიეტუვა, პოლონეთი, ფინეთი, ბელგია) კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანოებში გამართულ სასწავლო ვიზიტებში.