კორპორაციული შეთავაზება „არდი დაზღვევა“

7 ივნისი 2023

ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატებისათვის კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზების მიზნით სადაზღვევო კომპანიაარდი“-სთან თანამშრომლობას აგრძელებს.

ახალი სადაზღვევო პერიოდი მიმდინარე წლის 7 ივლისს დაიწყება და 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

დაზღვევით სარგებლობის მსურველმა წევრებმა, საჭიროა შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ბმული არაუგვიანეს 2023 წლის 16 ივნისისა.

დაზღვევის მსურველ პირებს, კომპანიაარდი“- წარმომადგენელი დამოუკიდებლად დაგიკავშირდებათ 16 ივნისის შემდეგ, თქვენს მიერ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ სატელეფონო ნომერზე.

ასოციაციის წევრები, რომლებიც უკვე სარგებლობენ არდის დაზღვევით - სადაზღვევო კომპანია თავად დაუკავშირდება. სადაზღვევო კომპანიის მიერ ასოციაციის წევრებისთვის შემოთავაზებული განახლებული კორპორაციული პაკეტები იხილეთ ბმულზესადაზღვევო პაკეტები

სადაზღვევო მომსახურება განხორციელდება სადაზღვევო კომპანიასა და ასოციაციის წევრს შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე, სადაზღვევო პაკეტის საფასურის დაზღვეულის მიერ მზღვეველისთვის პირდაპირი ანგარიშსწორების გზით.

დეტალური ინფორმაციის, მათ შორის სადაზღვევო პრემიის (ღირებულების) შესახებ ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ სადაზღვევო კომპანია ,,არდისწარმომადგენლებს ნომერზე: 555 754 325 / 577 958 612

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი