ლევან სურამელაშვილი

ანალიტიკოსი

ლევან სურამელაშვილი, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის 1 დეკემბრიდან დასაქმებულია (სსიპ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკომიტეტო საქმიანობის, კომუნიკაციისა და ანალიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის ანალიტიკოსის პოზიციაზე. 
2020 წელს ლევანი გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თვილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრი. 2020 წელს გაიარა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მოსამზადებელი კურსი და შესაბამისი ტრეინინგი სოციალურ მეცნიერებათა კვლევის უნარებში. ასევე, 2021 წელს, ამავე უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მიენიჭა კრიმინოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 2021 წლიდან - დღემდე არის კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორანტი სისხლის სამართლის მიმართულებით.
2018-2022 წლებში ლევანი საქმიანობდა ა(ა)იპ ქართულ მაღაზიათა ასოციაციაში იურისტის პოზიციაზე და მონაწილეობას იღებდა საცალო ვაჭრობის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელთა უფლებების დაცვაში.
მშობლიური ენის გარდა, ლევანი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი