ეკა მამალაძე

უფროსი ანალიტიკოსი

ეკა მამალაძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უფროსი ანალიტიკოსის პოზიციას იკავებს 2022 წლის 1-ლი დეკემბრიდან. 
2010-2014 წლებში ეკა სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე, ხოლო 2014-2016 წლებში მან მოიპოვა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის დიპლომი. 2018 წელს ეკა სწავლობდა რიგის სამართლის სკოლის ევროკავშირის სამართლისა და ეკონომიკის პროგრამაზე. 
2021-2022 წლებში ეკას ეკავა ადამიანის უფლებათა იურისტისა და პროექტის კოორდინატორის პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოციალური სამართლიანობის ცენ.ტრში’’
2014-2021 წლებში ეკა მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურ განყოფილებაში სხვადასხვა პოზიციაზე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის კვლევისა და ანალიზის მიმართულებით.
ეკა არის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არაერთი კვლევისა და ანგარიშის ავტორი/თანაავტორი და აქვს კვლევისა და ანალიზის მრავალწლიანი გამოცდილება. მას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გავლილი აქვს სხვადასხვა პროფესიული ტრენინგი, მათ შორის რენე კასინის ფონდსა და ლეიდენის უნივერსიტეტში. ეკა არის ევროპის საბჭოს სისტემაში მოქმედი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებული.
გარდა მშობლიური ენისა, ეკა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი