ისტორიული დღე ქართული ადვოკატურის გაძლიერების გზაზე
15 იანვარი 2021
14 იანვარს, დაიწყო ერთიანი და დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის სახლის მშენებლობა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ოფიციალურად ჩაუყარეს საძირკველი თანამედროვე და მაღალი სტანდარტების შენობის მშენებლობას, რომლის კარიც უახლოეს მომავალში ღია იქნება ასოციაციის თითოეული წევრისთვის.
წარმატება ჩვენს საერთო კორპორაციას ამ მნიშვნელოვან საქმეში.
ერთად გავაძლიეროთ ჩვენი პროფესია!