განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ადვოკატებისთვის ტრენინგები ჩატარდა

16 აპრილი 2025

განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის ტრენინგები ჩატარდა. 

11 აპრილის ტრენინგის თემა იყო: „ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობები საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები.“ სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საკითხები, როგორებიცაა: შრომითი დისკრიმინაცია; შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და სხვ. 

ტრენინგს ექსპერტი, თამარ გაბისონია უძღვებოდა. 

15 აპრილს ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები.“
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საჯარო სამსახურის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები, ძირითადი პრინციპები, რანგირება; საჯარო მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები; გათავისუფლების საფუძვლები და წესი და სხვ. 

შეხვედრას ექსპერტი რაისა ლიპარტელიანი უძღვებოდა. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი