საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ვებ-პორტალის პრეზენტაცია 2020 წლის 8 ოქტომბერს „სასტუმრო მერიოტში" გაიმართა.
ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო ღონისძიებებზე რეგისტრაცია, აგრეთვე ონლაინ ტრენინგების გავლა, კრედიტების მონიტორინგი, ტრენინგის ხარისხის შეფასება და სხვა საგანმანათლებლო პროცესების მართვა ასოციაციის წევრებს ახალი და თანამედროვე ფუნქციონალის ვებ-პორტალის საშუალებით შეეძლებათ. ამასთან, ახალი-ვებ პორტალის გამოყენებით სრულად ელექტრონულად წარიმართება პროფესიული ადაპტაციის პროგრამის საგანმანათლებლო პროცესი (განრიგის მართვა, მენტორთან განაწლება, საგნების და პროგრამის შეფასება, ა.შ.).
ადვოკატთა ასოციაციის ახალი ვებ-პორტალი USAID/PROLoG - ის მხარდაჭერითა და Idea Design Group-ის ჩართულობით შეიქმნა.