საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივა განიხილეს

25 სექტემბერი 2017

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“  ადვოკატთა ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება  განიხილეს, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა დავით  ასათიანმა  წარადგინა.


ადვოკატთა ასოციაციას მიაჩნია, რომ  სამოქალაქო  საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული, ადვოკატის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯების წაგებული მხარისათვის დაკისრება დავის საგნის არაუმეტეს 4%-ისა, არამართლზომიერი  შეზღუდვაა.

აღნიშნული პროცესუალური დანაწესი არ შეესაბამება საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩართული პირების, უპირველესყოვლისა, თავად მხარის (მარწმუნებლის/კლიენტის), მისი ადვოკატის და ზოგადად მართლმსაჯულების ინტერესებს, რადგან დაწესებული 4%-იანი შეზღუდვის გამო, ვერ ხორციელდება მოგებული მხარის მიერ რეალურად გაწეული სასამართლო ხარჯების სრულიად სამართლიანი ანაზღაურება და ამით  უკანონო  უპირატესობა ენიჭება წაგებულ მხარეს, რაც იწვევს ნაკლები ფინანსური რისკის პირობებში, საპროცესო უფლებების ბოროტად გამოიყენების წახალისებას. აღნიშნული ნორმით, უსაფუძვლოდ იზღუდება მოგებული მხარის უფლებები, რომლებიც ვერ ახერხებენ რეალურად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას.

ადვოკატთა ასოციაციის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, დაწესებული 4%-იანი ბარიერი უნდა გაუქმდეს სრულად ანდა ალტერნატივის  სახით - გაიზარდოს  გონივრულ  მინიმუმამდე.

იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილებით, საუკეთესო გამოსავლის მოსაძებნად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაეყრდნობა საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი