ადვოკატის საქმიანობაში უკანონო ჩარევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა

4 ივლისი 2016

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად,  ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და გამართლებული პირის დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა დანაშაულად ჩაითვლება. ამგვარი ქმედება, გამომძიებლისა და პროკურორის საქმიანობაში უკანონო ჩარევის ანალოგიურად, დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 180-დან 240 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.

 იგივე ქმედების ჩადენა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე ან უამისოდ.

გარდა ამისა, დამცველის (ადვოკატის) ან მისი ახლო ნათესავის მიმართ (იგულისხმება მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე) სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სასჯელის სახით გამოიწვევს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 2 წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის – თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 5 წლამდე;

იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე, ხოლო ჯგუფურად ან/და არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში - თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი