თამარ გაბისონია

კომიტეტის თავმჯდომარე

ადვოკატი, იურისტი, შრომითი უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის (ILAW Network) რეგიონული კოორინდატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

თამარ გაბისონია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის  კურსდამთავრებულია სამართალმცოდეობის სპეცილობით. 2015 წელს კი, დიდ ბრიტანეთში, ესექსის უნივერსიტეტის მიერ, მიენიჭა მაგისტრის ხარისხი  ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართალში. ის გახლავთ ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ადვოკატთა ასოციაციის, აღმასრულებელი საბჭოს 2022 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით დაინიშნა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარედ.

15 წელზე მეტია რაც თამარი მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა საკითხებზე, ის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებლი დირექტორი, იურისტი, ტრენერი, პროექტის მენეჯერი, მკვლევარი. 2014 წელს ის აირჩიეს ადამიანის უფლებათა სახლი-თბილისის გამგეობის თავმჯდომარედ. ის, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

2015-2020 წლებში თამარი მუშაობდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში, დასაქმებულთა უფლებების დამცველ იურისტად. 2021 წლიდან დღემდე თამარი დასაქმებულია აშშ. სოლიდარობის ცენტრის შრომითი უფლებების დამცველ იურისტთა ქსელის რეგიონულ კოორდინატორად ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

თამარი, ასევე, ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია და 2019 წლიდან - დღემდე კითხულობს ლექციებს შრომის სამართალში.

ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თამარის მუშაობის გამოცდილება არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოში საქმიანობით, მას, ასევე, აქვს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს საერთაშორისო ორგანიზიაციებში მუშაობისა და ევროსასამართლოში საქმეთა წარმოების გამოცდილებაც. ის რამდენიმე კვლევისა და პუბლიკაციის თანაავტორია, არის სერტიფიცირებული ტრენერი დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებში და აქვს  ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა თემებზე.  

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი