ლაშა ცუცქირიძე
კომიტეტის თანა-თავმჯდომარე
ადვოკატი, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2011 – 2015 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის ბაკალავრი.
2015 – 2017 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სამართლის მაგისტრი.
2016 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2017 წლიდან არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებული ადვოკატი.
2016 წლიდან დღემდე მუშაობს საადვოკატო ბიურო „კოსოევი და კომპანია“-ში ადვოკატის პოზიციაზე.
2019 – 2022 წწ. იყო ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, აღმასრულებელი საბჭოს 2022 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, ლაშა ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის პროფესიული უფლებების კომიტეტის თანა-თავმჯდომარეა.