გაცნობებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2022 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ასოციაციის რეგიონული კომიტეტების განახლებული სტრუქტურა, ასევე კომიტეტების ფორმირებისა და საქმიანობის წესი. განახლებული კომიტეტების ჩამონათვალი და შესაბამისი დებულებები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
გაცნობებთ, რომ რეგიონული კომიტეტების ფორმირების მიზნით მიმდინარეობს ასოციაციის წევრთა განაცხადების მიღება სასურველ კომიტეტში გაწევრიანების თაობაზე.
რეგიონულ კომიტეტებში გაწევრიანება შეუძლიათ მოქმედი სტატუსის მქონე ყველა ადვოკატს, რომლებიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებენ შესაბაის რეგიონში და რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისი დებულებით დადგენილ მოთხოვნებს. განაცხადის წარმოდგენამდე, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შესაბამისი კომიტეტის დებულებას.
რეგიონული კომიტეტის წევრობის მსურველმა კანდიდატებმა 2022 წლის 14 მარტის 18:00 საათამდე საჭიროა წარმოადგინონ სრულად შევსებული განაცხადის ფორმა და მოთხოვნილი დოკუმენტები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: (+995 32) 2987878 (შიდა ნომერი 6).
ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის რეგიონული კომიტეტების წინა შემადგენლობებს გაწეული საქმიანობისა და ასოციაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.