ტარიელ კაკაბაძე

აღმასრულებელი საბჭოს წევრი

2021 წლის 11 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებამ ტარიელ კაკაბაძე ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩია.

2018 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი თემაზე: „ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება“.

ტარიელი დღემდე ეწევა აქტიურ საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის საქმეებზე;

2017 წელს ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა.

2015 წლიდან დღემდე არის „საქართველოს ადვოკატთა გაერთიანების“ დირექტორი, მთავარი იურისტი და ადვოკატი;

2013-2015 წლებში იყო საადვოკატო კომპანია K&G-ის დირექტორი, მთავარი იურისტი და ადვოკატი;

2014 წლიდან სხვადასხვა უნივერსიტეტებში ატარებს საჯარო ლექციებს თემაზე: „ადვოკატის უნარ-ჩვევები“, „სამართლის უზენაესობა“, „ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება“

2011-2014 წლებში ასწავლიდა სამართალს საქართველოს ბიზნესის აკადემიაში (Business Academy of Georgia).

2013 წელს მიღებული აქვს საქართველოს ბიზნესის აკადემიის საუკეთესო პედაგოგის წოდება.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს

ტარიელი ასევე არის სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და ფორუმების მონაწილე;

2011-2013 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში იურისტ-კონსულტანტად;

2007-2008 წლებში ტარიელი მუშაობდა იურისტ მარკ კობის თანაშემწედ, კანზასის შტატი, აშშ

2007-2008 წლებში იყო აქტიური წევრი ორგანიზაციის „ამერიკის მომავალი ბიზნეს ლიდერები“ (Future Business Leaders of America)

2008 წელს დაამთავრა Canton-Galva High School (კანზასის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები), ხოლო 2012 წელს დაამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

2007 წელს მან დაამთავრა ხონის #1 სკოლა ლიცეუმი და იმავე წელს გახდა გაცვლითი კურსის სტუდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში;

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი