საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის

კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

1.1. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (შემდგომში „ასოციაცია“) კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტი (შემდგომში კომიტეტი) წარმოადგენს ასოციაციის მუდმივმოქმედ ორგანოს.

1.2. კომიტეტი შექმნილია ასოციაციის წესდების 15.1 მუხლის პუნქტისა და 161 მუხლის შესაბამისად.

1.3. კომიტეტიის საქმიანობის წესს (დებულებას) ამტკიცებს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

1.4. კომიტეტი შექმნილია უვადოდ და იგი უფლებამოსილების განხორციელებას იწყებს წინამდებარე დებულების დამტკიცებისთანავე.

 

 

მუხლი 2. კომიტეტის საქმიანობის მიზანი

 

კომიტეტის მიზანია იურიდიული პროფესიის და ადვოკატთა კორპუსის ჩართულობის ხელშეწყობა კომერციული და კონკურენციის სამართლის სფეროში დამოუკიდებელ და ხარისხიანი მართლმსაჯულების მისაღწევად.

კომერციული და კონკურანციის სამართლის სფეროში ცნობიერების ამაღლება, აგრეთვე სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების შედეგად შესაბამისი მიმართულებებისა და სიახლეების დანერგვა და ამ საერთაშორისო ინსტიტუტებთან ინტეგრირება.

 

მუხლი 3. კომიტეტის ამოცანები და საქმიანობა

 

3.1. კომიტეტი ამოცანებია:

ა) ქვეყანაში, კომერციული და კონკურენციის სამართალის სფეროში არსებულ საკითხებთან დაკავშირებული რეფორმების პროცესში ადვოკატთა კორპუსის და იურიდიული პროფესიის როლისა და ჩართულობის გაძლიერება;

ბ) კომერციული და კონკურენციის სამართლის სფეროში კანონპროექტების, წინადადებებისა და რეკომენდაციების  მომზადება ადვოკატთა კორპუსის აქტიური მონაწილეობით;

გ) ადვოკატთა კორპუსის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა კომერციული და კონკურენციის სამართლის როგორც ქვეყანაში არსებული, ასევე საერთაშორისო სტანდარტებისა და მექანიზმების  შესახებ;

დ) კომერციული და კონკურენციის სამართლის სფეროში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ძალისხმევის გაერთიანება ქვეყანაში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით.

ე) კომერციული და კონკურენციის სამართლის სფეროში მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ადვოკატის როლის გაძლიერება და მხარდაჭერა.

 

3.2. თავისი ამოცანების განსახორციელებლად კომიტეტი:

ა) შეიმუშავებს კანონპროექტებს, წინადადებებს და რეკომენდაციებს კომერციულ და კონკურენციის სამართლის რეფორმების საკითხებზე, რომელსაც წარუდგენს ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატს.

 ბ) ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან კოორდინაციით, კომერციული და კონკურენციის  სამართლის სფეროში თანამშრომლობს  სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციებთან, აგრეთვე ამ სფეროში  მომუშავე საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებსა თუ კოალიციებთან;

გ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს, პროექტებსა და რეკომენდაციებს კომერციული და კონკურენციის სამართლის სფეროში შემუშავებულ კანონპროექტებთან და მიმდინარე  საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც წარუდგენს ასოციაციის თავმჯდოამრესა და აპარატს;

დ) ახორციელებს კომერციული და კონკურენციის სამართლის სფეროში არსებული პრობლემატიკის კვლევას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რომელსაც წარუდგენს ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატს.

ე) ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან კოორდინაციით, აწყობს ფორუმებს, სამუშაო შეხვედრებს და კონფერენციებს;

ვ) აღმასრულებელი საბჭოსათვის შეიმუშავებს საჯარო განცხადებების პროექტებს კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ზ) აანალიზებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, იწვევს ექსპერტებს და ატარებს კვლევებს თავისი კმპეტენციის ფარგლებში.

 

 

მუხლი 4. კომიტეტის შემადგენლობა

 

4.1. კომიტეტი შედგება არაუმეტეს 30 ადვოკატი წევრისაგან.

4.2. კომიტეტს ჰყავს თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელი საბჭო.

4.3. კომიტეტის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე აირჩევა კომიტეტის უფლებამოსილების ვადით.

4.4. კომიტეტის დანარჩენ წევრებს ამტკიცებს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო კომიტეტის თავმჯდომარის წარდინებით.

4.5. კომიტეტის წევრები აირჩევიან 2 წლის ვადით. შესაძლებელია კომიტეტის წევრის ხელახალი არჩევა.

4.6. კომიტეტის წევრი შეიძლება ვადამდე იქნას გაწვეული კომიტეტის შემადგენლობიდან აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, კომიტეტის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე.

4.7 კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს კომიტეტის საქმიანობაში მოიწვიოს სხვადასხვა დარგის ექსპერტები და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, როგორც სასამართლო სისტემიდან ასევე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებიდან.

 

4.8. კომიტეტის თავმჯდომარის და თანა-თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა შესაძლებელია აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით.

 

მუხლი 5. კომიტეტის სხდომა

 

5.1. კომიტეტი თავის უფლებამოსილების განხორცილებისას ატარებს სხდომებს, რომლებიც მოიწვევა არანაკლებ თვეში ერთხელ. სხდომის ჩატარების დრო და ადგილი გაისაზღვრება კომიტეტის თავმჯდომარის მიერ.

5.2. კომიტეტის სხდომა ასევე შეიძლება მოწვეულ იქნას ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით.

5.3. კომიტეტის სხდომის მოწვევის ორგანიზაციულ საკითხებს უზრუნველყოფს კომიტეტის თავმჯდომარე ან თანათავმჯდომარე.

5.4. კომიტეტის წვერებს, არაუგვიანეს 3 დღისა, კომუნიკაციის საშუალებებით ეცნობებათ სხდომის მოწვევის დრო, ადგილი და დღის წესრიგი.

5.5. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა მესამედზე მეტი. კომიტეტის თითოეული წევრი უფლებამოსილია დააყენოს წინადადება სხდომის დღის წესრიგში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

5.6. კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ დებულებით სხვა უმრავლესობა არ იქნება დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომიტეტის თავმჯდომარის ხმა.

5.7. კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნას ელექტრონული ფოსტით დადასტურებითაც, თუკი კომიტეტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობა ელექტრონული ფორმით გამოხატავს თანხმობას და ეს აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში.

5.8. კომიტეტის სხდომაზე დგება ოქმი, რომლსაც ადგენს მდივანი. ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ან თანათავმჯდომარე და მდივანი, რაც ადასტურებს საოქმო ჩანაწერის სიზუსტეს.

 

 

 

მუხლი 6. კომიტეტის თავმჯდომარე/თანათავმჯდომარე

 

6.1. კომიტეტის თავმჯდომარე კოორდინაციას უწევს კომიტეტის მუშაობას და უძღება მის სხდომებს.

6.2. ასოციაციის თავმჯდომარის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს უფლება გააკეთოს საჯარო განცხადებები კომიტეტის საქმიანობასა და კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

6.3. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის წევრებიდან აღმასრულებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომიტეტის თანათავმჯდომარეს.  

6.4. კომიტეტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორცილების შეუძლებლობის შემთხვევაში, ასოციაციის თავმჯდომარის ანდა თავად კომიტეტის თავმჯდომარის თხოვნის საფუძველზე კომიტეტის მუშაობას კოორდინირებას უწევს თანათავმჯდომარე.

 

 

მუხლი 7. კომიტეტის კოორდინატორი

7.1 კომიტეტის კოორდინატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აპარატი.

7.2. კომიტეტის კოორდინატორი, ორგანიზებას უწევს კომიტეტის შეხვედრისა და კომიტეტის სხდომის ოქმის შედგენას და მის ხელმისაწვდომობას დაინერესებული პირებისათვის.

 

მუხლი 8. კომიტეტის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა

 

8.1. კომიტეტის წევრები თავის საქმიანობას ახორციელებენ საზოგადოებრივ საწყისებზე.

8.2.კომიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები და მოწვეული ექსპერტები შეიძლება დაფინანსდეს ასოციაციის ბიუჯეტიდან ანდა კომიტეტის მიერ, ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან კოორდინაციით, მოძიებული გრანტის და შემოწირულობის სახსრებიდან.

8.3. კომიტეტისათვის გამოსაყოფი ბიუჯეტის ოდენობას ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო.

8.4. გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მიმართულებებს განსაზღვრავს თავად კომიტეტი.

 

 

მუხლი 9. ანგარიშგების ვალდებულება

კომიტეტი ვალდებულია კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ სემესტრული (6 თვის) წერილობითი ანგარიში წარუდგინოს აღმასრულებელ საბჭოს.

 

მუხლი 10. დებულების შეცვლა

 

10.1. წინამდებარე დებულების ცვლილებებსა და დამატებებს, აგრეთვე დებულების ახალ რედაქციას, ამტკიცებს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

10.2. დებულების ცვლილებებისა და დამატებების ან დებულების ახალი რედაქციის პროექტს ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომიტეტის თავმჯდომარე.

 

 

მუხლი 11. დებულების მოქმედების ვადა

 

წინამდებარე დებულება ძალაშია ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების დღიდან და მოქმედებს კომიტეტის საქმიანობის ვადით.

 

 

Executive Board

Training Center

Ethics Commission

Committiees

Audit Commission

Special Fund

Lawyer Profiles

Lawyers Database