kachkachashvili otar

Specialization: General
Service area:
Address: #11 Adam Mitskevichi St. Tbilisi
Phone: 599911425
Languages: Georgian, French, Turkish, Russian
Email: kachkachashviliotar@gmail.com

About Lawyer:
ოთარ კაჭკაჭაშვილი საერთო სპეციალიზაციით საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს 2000 წლიდან. ოთარს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი. 2000-2001 წლებში მიენიჭა აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრის ხარისხი. 2011 წლიდან დღემდე ოთარი არის იურიდიული კომპანიის ,,OK&CG” დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. 2016 წელს მონაწილეობა მიიღო მსოფლიო იურისტთა ასოციაციის/World Jurist Association მიერ ორგანიზებულ კონგრესზე, თემაზე - „The Internet: Challenges to Peace and Freedom”. 2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მენტორი ადვოკატი. 2018 წელს ოთარი ხელმძღვანელობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ფინანსური მდგრადობისა და მონიტორინგის კომიტეტს. 2020 წელს ოთარმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგ კურსში და ამავე წელს - მიენიჭა სერტიფიკატი. ასევე, ოთარს მინიჭებული აქვს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტისა“ და მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (WIPO) სერტიფიკატი ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსში. 2020 წლიდან ოთარი არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. 2021 წლიდან გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი. გარდა საადვოკატო საქმიანობისა, ოთარი აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. მიმდინარე ეტაპისათვის, ოთარი გახლავთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2023 წლიდან ოთარი ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტის „სამართლებრივი დახმარების ცენტრს“. ასევე, 2023 წლიდან ოთარი არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი და სერტიფიცირებული მედიატორი. საადვოკატო საქმიანობის დაწყებიდან დღემდე, ოთარს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი, მათ შორის - ადვოკატთა პროფესიული ეთიკის, მედიაციისა და ინტელექტუალური საკუთრების კუთხით. ოთარი ფლობს ქართულ, ფრანგულ, თურქულ და რუსულ ენებს.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

Executive Board

Training Center

Ethics Commission

Committiees

Audit Commission

Special Fund

Lawyer Profiles

Lawyers Database