საფეხბურთო ტურნირი 2019
27 მაისი 2019
26 მაისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს პენტა კამპეონე და JMG დაუპირისპირდნენ. მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა და საბოლოოდ პენტა კამპეონეს გამაჯვებით - 4:2 დასრულდა.
ბრინჯაოს მედლების მფლობელი „ფორცა“ გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირისთვის კუთვნილი ოქროს ბუცი ჩემპიონი გუნდის ფორვარდმა გიორგი სვანაძემ მიიღო, რომელმაც გათამაშება 10 გოლით დაასრულა.
პრიზიორ გუნდებს მედლები და თასები ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭეხანმა გადასცა.